სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: შიდს-ის  პრობლემა  საქართველოში.



პროექტის მთავარი იდეა : გასაგებ მიზეზთა გამო  ძალიან მნიშვნელოვანია , რომ ახალგაზრდებს  ჰქონდეთ ინფორმაცია  შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (შიდს-ის)  გავრცელებისა და პრევენციის შესახებ.



პროექტის აქტუალობა:  

შეძენილი იმუნოდეფიციტის  სინდრომის ეპიდემია  კაცობრიობის ისტორიაში  ერთ-ერთ ყველაზე  საშიშ ეპიდემიად ითვლება.  მას ადამიანის იმუნოდეფიციტის   ვირუსი (აივ) იწვევს.  ვირუსი  ძალიან  სწრაფად  ვრცელდება  და ჩვენამდეც  დიდი  ხანია  მოაღწია. ინფორმაციი არქონის  გამო  მოსახლეობაში  განსხვავებული  აზრია  ამ სენით  დაავადებულ ადამიანებთან ურთიერთობების შესახებ.  ამიტომაც  აუცილებელია მოსწავლეებს  ჰქონდეთ ინფორმაცია  შიდს-ის შესახებ.



პროექტის მიზანი:

დავადგინოთ  როგორია შიდს-ის შესახებ  ცოდნიერების დონე  მაღალი კლასის  მოსწავლეებსა და  საზოგადოებაში.

მოსწავლეთა ასაკი: 16 წ.

ვადები:ხუთი დღე

რესურსები: სახელმძრვანელო, ინტერნეტით მეძიებული ინფორმაცია, ფლივჩატი, მარკერები, თაბახის ფურცლები.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1. თემის არჩევა

აქტივობა 2. ჯგუფების შედგენა და ინსტრუქციების გაცემა.

აქტივობა 3.სამუშაოს გადანაწილება. ინფორმაციის მოძიება.

აქტივობა 4. ვიზიტი ექიმთან( კონსულტაცია)

აქტივობა 5. შეხვედრა საზოგადოებასთან.

აქტივობა 6. პრეზენტაცია

შეფასება: მოსწავლე ფასდება წინასწარ შედგენილი პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკის მიხედვით.

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
ცუდად(1)
საშუალოდ(2)
კარგად(3)
ნაშრომის შემოქმედებითად  და საინტერესოდ წარმოდგენა
საუბრისას ვერ წარმოაჩენს საკითხის არსს
ინფორმაციის გადმოცემისას ზოგჯერ შეუძლია საკითხის არსის წარმოჩენა
ინფორმაციის გადმოცემისას კარგადწარმოაჩენს საკითხის არსს
კვლევის  ეტაპაბის განსაზღვრა
უჭირს  კვლევის პირობებისა და ეტაპების განსაზღვრა                              
ზოგჯერ განსაზღვრავს კვლევის პირობებს და დეტალურად ჩამოთვლის ეტაპებს.
უშეცდომოდ განსაზღვრავს კვლევის პირობებს და დეტალურად ჩამოთვლის ეტაპებს.
საუბარი(გამართული)
ვერ საუბრობს თანამიმდევრულად’ უჭირს აზრის ჩამოყალიბება.
საუბრობს თანამიმდევრულად, ზოგჯერ ლოგიკურად, დამაჯერებლად  აყალიბებს ზრს.
ყოველთვის საუბრობს თანამიმდევრულად, ლოგიკურად, დამაჯერებლად აყალიბებს აზრს.
თვალსაჩინოების  გამოყენება
ვერ იყენებს თვალსაჩინოებას.
ზოგჯერ იყენებს თვალსაჩინოებას.
მაქსიმალურად იყენებს თვალსაჩინოებას.
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავს დროის ლიმიტს.
დროის ლიმიტი დაცულია მცირედი ცდომილებით.
დროის ლიმიტი დაცულია.
ჯამი




შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.

ბიოლ.XI.10. მოიპოვებს ინფორმაციას ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირებულ პირებში სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობის შესახებ.

კვლ.XI.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალუბის გამოყენებით.

კვლ.XI. 4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.


პროექტის ხელმძღვანელი: იზო კვაჭანტირაძე;


ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: izokvachantiradze@gmail.com                                                  

No comments:

Post a Comment